LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას

91

ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას. ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, დღეს მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია, ასევე ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში.

“კანონით ასევე იკრძალება 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. მოქალაქეებს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ, ასევე მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია“, – განაცხადა მიქელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g