LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკო: „წინასწარი შედეგების მიხედვით „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.93%-ით ლიდერობს – 3111 უბნიდან დათვლილია 3109 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.936%-ს შეადგენს“

143
ცეესკო წინასწარი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.93%-ით (1 118 796 ხმა) ლიდერობს.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, 3111 უბნიდან დათვლილია 3109 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.936%-ს შეადგენს.

წინასწარი შედეგების მიხედვით მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.03% (228 821 ხმა) მიიღო.

„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 10.161% (210 787 ხმა) მოიპოვა.

„ძლიერი საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.814 % (182 839 ხმა) აქვს.

პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კი – 7.771% (161 215 ხმა).

რაც შეეხება დარჩენილ ორ უბანს, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, მარნეულის ერთ უბანზე შედეგები გაუქმებულია, ხოლო დუშეთის ერთი უბნიდან ოქმი არაა მიღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g