LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაძირულ სამხედრო გემზე გასაიდუმლოებული ავტომობილი იპოვეს

104
ჩაძირულ სამხედრო გემზე გასაიდუმლოებული ავტომობილი იპოვეს

მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირულ სამხედრო გემზე ამოუცნობი ყველგანმავალი იპოვეს. ხომალდი სახელად „იორკთაუნი“ გასული საუკუნის 40-იან წლებში იაპონურმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა. ამდენი წლის შემდეგ კი ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევის სპეციალისტებმა გადაწყვიტეს ხომალდი დეტალურად შეესწავლათ.

246 მეტრის სიგრძის სამხედრო გემი 2200 ადამიანზე და 90 თვითმფრინავზე იყო გათვლილი. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხომალდის ბორტზე ავტომობილიც იყო. შავი ფერის ყველგანმავალი, რომელიც ვერტიკალურ მდგომარეობაში აღმოაჩინეს და ერთი შეხედვით 1940-1941 წლების Ford Super Deluxe Woody-ს ჰგავს. მოდელის სანომრე ნიშანზე ნაწილობრივ იკითხებოდა წარწერა „სასამართლო სამსახური“.

Ford Super Deluxe-ს მეორე მსოფლიო ომის დროს შტაბის ავტომობილად ყველაზე ხშირად იყენებდნენ. ამასთან, სპეციალისტებს აქამდე არ უპოვიათ ყველგანმავალი, რომელიც შტაბის ოფიცერს ეკუთვნოდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნაპოვნი ყველგანმავალიც კაპიტნის ან სამხედრო ხომალდის ადმირალის მფლობელობაში იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები