LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაერია თუ არა ხელისუფლება მურუსიძის არჩევაში?

44

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს არ აქვს ინფორმაცია, ჩაერია თუ არა ხელისუფლება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის არჩევაში. ამის შესახებ მამუკა ახვლედიანმა რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა.

”პირდაპირ ვერ ვიტყვი, ჩაერია თუ არა ხელისუფლება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის არჩევაში, თუმცა ერთი საკითხია, რომ პარლამენტის მიერ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი უჭერს მხარს მის კანდიდატურას. ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში მათ თანხმობა აქვთ თავიანთი წარმდგენი პარლამენტარების მხრიდან. სხვა მხრივ, იყო თუ არა ჩარევა, არ მაქვს ინფორმაცია” – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს შენიშვნები აქვს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით. ახვლედიანი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ფარული კენჭისყრა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეულმა წევრმა უნდა დაასაბუთოს, რატომ უჭერს მხარს ამა თუ იმ მოსამართლეს.

”არ არსებობს  მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები და მხოლოდ პირადი შეხედულებებით ხდება მათი დანიშვნა. გაუგებარია, იუსტიციის უმაღლესის სკოლის წარმატებული მსმენელები რატომ არ ინიშნებიან, მოსამართლეებად” – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან კომუნიკაციის პრობლემაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ნინო გვენეტაძე არ ინტერესდება საქალაქო სასამართლოს პრობლემატიკით.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g