LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაფხუტი, რომელიც ვირტუალური ქრაშ–ტექსტის მთავარ გმირად გაქცევთ

52

ორგანიზაციამ 360 გრადუსიანი კუთხით ვირტუალური რეალობის ჩაფხუტისთვის ვიდეო გადაიღო. რგოლი კომპანიის არხზე YouTube-ეა გამოქვეყნებული.

აღნიშნული ვიდეოს წყალობით, შესაძლებელია ფრონტალური ქრაშ-ტესტისას თავი მანეკენად იგრძნო, მაქსიმალურად ახლოს შეხედო ავტომობილის დეფორმირებად ბარიერთან შეჯახებას და მონაწილეობა მიიღო შეჯახების აღმომფხვრელ ავტომატურად დამუხრუჭებად ცდებში.

წელს ორგანიზაცია Euro NCAP-იმ თავისი საქმიანობის 20 წლის იუბილე აღნიშნა. ექსპერტებმა დაითვალეს, რომ ამ დროის განმავლობაში ქრაშ-ტესტებში 1 800 ავტომობილი დაამტრვრიეს, ხოლო ცდების წყალობით 78 000 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ამ ყველაფერს 160 მილიონი ევრო დასჭირდა და ამ თანხაში არ შედის თავად დამტვრეული ავტომობილების ღირებულება.

პირველი მოდელი ისტორიაში, რომელმაც უსაფრთხოებაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სედანი Volvo S40 გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები