შეზღუდვები და ჩაკეტვები ძალიან ბევრი კომპანიისთვის, ალბათ, საკონტროლო გასროლა იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისი თქმით, ამ ე.წ მესამე ლოქდაუნის შემთხვევაში, ძალიან ბევრ კომპანიას მოუწევს ფუნქციონირების გაჩერება. „ამიტომ, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამ რეალობის წინაშე დავდგეთ. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხვალ შეიძლება რომელიღაც კომპანია გარდაიცვალოს, გეგმა რა უნდა იყოს? ერთადერთი გეგმა ისაა, რომ არ უნდა დადგეს ეს გარდაცვალება, ანუ არ უნდა იყოს „ლოქდაუნი“, ანუ არ უნდა გვქონდეს მესამე ტალღა. ეს ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალია“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
საქართველოს ბიზნესასოციაციაში ვარაუდობენ, რომ თუ დაინფიცირებულთა დადებითობის მაჩვენებელი 5%-ს აცდება, ეს ქვეყნის მკაცრად ჩაკეტვის წინაპირობა იქნება.