სტენფორდის სამედიცინო სკოლისა და ლონდონის სამეფო კოლეჯის ერთობლივი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყველა ადამიანს ინდივიდუალური, განსხვავებული დიეტა უნდა დაენიშნოს, მაგრამ ყველას შეუძლია კვების რაციონში მუდმივად ჩართოს ავოკადო. ამის შესახებ ბრიტანული “გარდიანი” წერს.
კვლევაში მონაწილე ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ მაღალი წნევა, დიაბეტის საწყისი ეტაპი, მეხსიერების პრობლემა ან ნევროზი, სთხოვეს, ყოველდღიური საკვები ავოკადოთი გაემდიდრებინათ. ბრიტანელი მკვლევარი ტიმ სპექტორი ამბობს, რომ ავოკადომ განსაკუთრებულად იმოქმედა მათში გლოკოზის შემცირებაზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, გაააუმჯობესა ადამიანების კონცენტრაციის უნარი და მეხსიერება, გარდა ამისა, დადგინდა, რომ ავოკადოს ანტისტრესული მოქმედებაც აქვს.
სპექტორი ამბობს, რომ ავოკადო მაღალი წნევის მქონე პირებისთვის და ანემიისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვისაც სასარგებლოა.
მკვლევარების მტკიცებით, ზოგადად, ოპტიმალურ კვების რეჟიმს შეუძლია შგენეტიკური დაავადებების განვითარების რისკისგანაც დაგიცვათ, სიმსივნიდან დაწყებული დიაბეტით დამთავრებული.
სწორედ ამ კვლევებით დადგინდა, რომ გენეტიკა დომინანტური ფაქტორი არაა და სწორი კვებით ჯანმრთელობის ბევრი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი.
.