LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Guardian – პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში სიკვდილს უახლოვდება

150
mikheil-saakashvili_w_h

გამოცემა The Guardian-ი სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით „პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში სიკვდილს უახლოვდება“.

“თბილისის საავადმყოფოში ჩაკეტილი მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა უძლურდება. მიხეილ სააკაშვილი პუტინის ამბიციების შესახებ ჯერ კიდევ 15 წლის წინ საუბრობდა. ახლა ის მოსკოვის მორჩილი რეჟიმის მხრიდან წამების შესახებ საუბრობს”, – აღნიშნულია სტატიაში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ფოტოებსა და ვიდეოებში, რომლებიც საავადმყოფოდან ვრცელდება, ის დაბნეული ჩანს.

“დამოუკიდებელი ექსპერტების ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ მისი ჯანმრთელობა სერიოზულად გაუარესდა და მას მალე ორგანოების შეუქცევადი დაზიანება დაემუქრება. მათი თქმით, დაკავების შემდეგ, მისი წონა განახევრდა და 60 კგ-მდე შემცირდა..

ღიად პრორუსული პოზიცია ვერასოდეს განვითარდება საქართველოში, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია მოგონებები 2008 წლის ომის შესახებ და მოსკოვი ჯერ კიდევ ახორციელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. კვლევები მუდმივად აჩვენებს, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ევროინტეგრაციის მომხრეა. თბილისის მასშტაბით შენობები უკრაინის დროშებით ან ვლადიმერ პუტინის შესახებ უხამსი წარწერებით არის მოხატული, მაგრამ კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ივანიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ ითვლება, რომ აკონტროლებს „ქართული ოცნების“ მთავრობას, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თანამდებობა არ უკავია, ევროინტეგრაციის დღის წესრიგში საბოტაჟს ახორციელებს“, – წერს გამოცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები