ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილს, ოჯახმა სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ მომღერლის მეუღლემ, მარინა კარპიმ და შვილებმა მისი ბოლო კონცერტიდან გადაღებული ფოტოების კოლაჟი შექმნეს და ის სახლში, საახალწლო დეკორაციებთან ერთად განათავსეს.
ვიდეო ტიკტოკზე მარინა კარპიმ გამოაქვეყნა და მას წარწერა დაურთო:
„ჩამოვიდა და მართლაც ჩამოვიდა“.
სახლში დაბრუნებულმა გიგი დედალამაზიშვილმა სიურპრიზის ნახვისას ემოციები ვერ დამალა და ოჯახს თბილი ჟესტისთვის მადლობა გადაუხადა.
