LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩართული ტელეფონით ტაძარში მოსვლა შენს უფლისადმი თავხედურ მიდგომას განასახიერებს.. შენ აქ უფალთან არ მოსულხარ, შენ ტელეფონის მონა ხარ“ – მეუფე სტეფანე

133
Untitled design (5)

„სანამ ტელეფონები არ იყო, მანამდე, ტაძარში რომ იყავი მოსული, მაგრამ სხვაგან იყავი – მაშინ ასე აშკარად არ ჩანდა, ხმამაღლა უნდა გელაპარაკა ან რაღაც სასწაულები უნდა გეკეთებინა“, – ამის შესახებ მეუფე სტეფანემ ქადაგების დროს განაცხადა.

მეუფემ ქადაგების დროს თქვა, რომ „ჩართული ტელეფონით ტაძარში მისვლა უფლისადმი თავხედურ მიდგომას განასახიერებს“.

„დღეს როგორაა, იცით? შეიძლება სათნო სახე უნდა დაიჭირო და ტელეფონი დაგირეკავს და გავარდები გარეთ, ხოდა, გამხელს ტელეფონი, შენ არ მოსულხარ აქ უფალთან, იმიტომ, რომ უფალთან თუ მოხვედი, რა არის იმაზე მარტივი, რომ ტელეფონი გათიშო? გამორთავ ტელეფონს და დგახარ ღვთის წინაშე, რამდენადაც შეგიძლია, ყოველ შემთხვევაში, ჩართული ტელეფონით ტაძარში მოსვლა შენს უფლისადმი თავხედურ მიდგომას განასახიერებს, შენ უფალთან არ მოსულხარ, თუ ტელეფონი ჩართული გაქვს და აქ მოხვედი ხომ? და შენ არაფრად მიგაჩნია, რომ აქ ტელეფონი დარეკავს ან რაღაც..

მით უმეტეს 500-ჯერ რომ გაგაფრთხილებენ, რომ ნუ გააკეთებ ამას, გამორთე ტელეფონი და მაინც რომ ჩართული გაქვს, ანუ შენ ღვთის წინაშე თავხედურად ხარ მოსული, შენ უფლის წინაშე თავმოდრეკილი არ მოსულხარ, შენ ის ტელეფონი გბატონობს და არა უფალი და შენ ტელეფონის მონა ხარ და ეს ტელეფონი, ფაქტობრივად, გამხელს შენ, იმიტომ, რომ შენ დაუდევრობით მოქმედებ.

თეატრში რომ მიდიხარ, გამოგიცხადებენ და გათიშავ, იმიტომ, რომ იქ რომ დარეკოს უდროო დროს, ისეთ რამეს დაგაწევენ, შეიძლება გაგაგდონ საერთოდ“, – თქვა მეუფე სტეფანემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g