LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩართულია ყველა მიმართულების ქირურგი” – 8 წლის მოზარდს, რომელსაც ტროტუარზე ავტომობილი დაეჯახა, გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

1692
Untitled design (5)

8 წლის მოზარდს, რომელსაც დღეს, შარტავას ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა, ამ წუთებში, იაშვილის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

შარტავას ქუჩაზე ტროტუარზე მდგომ 8 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

როგორც “ფორტუნას” კლინიკაში განუცხადეს, 8 წლის ბიჭი საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. ოპერაციის პროცესში კი ყველა მიმართულების ქირურგია ჩართული.

“შემოიყვანეს ძალიან ბევრი, მრავლობითი დაზიანებებით. ახლა მიმდინარეობს ოპერაცია, მასში ჩართულია ყველა მიმართულების ქირურგი.

მოზარდის მდგომარეობის შესახებ ვრცელ კომენტარს ექიმი, მოგვიანებით გააკეთებს”, – განაცხადეს კლინიკაში.

შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ავტომობილი ტროტუარზე მდგომ მოზარდს დაეჯახა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g