LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩაუტარდა ქირურგიული დახმარება” – როგორია ავარიის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონის, ალექსანდრე წივწივაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

689
ფორტუნა - 2023-03-19T222123.051

18 მარტს რუსთავში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცნობილი რუსთაველი სპორტსმენი, ალექსანდრე წივწივაძე დაშავდა. თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. წივწივაძე მოტოციკლით გადაადგილდებოდა.

ახალგაზრდა სპორტსმენი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაცია სპორტსმენის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო გვსურს მოკლედ მოგაწოდოთ ზუსტი და სწორი ინფორმაცია ჩვენი ჩემპიონის ალექსანდრე წივწივაძის ავტო საგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით!

სამწუხაროდ ალექსანდრე ნამდვილად მოჰყვა ავარიაში მაგრამ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება!
ბარძაყის ძვალზე ჩაუტარდა ქირურგიული დახმარება, ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა, ექიმების პროგნოზებიდან გამომდინარე შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ მის ჯანმრთელობას და კარიერას საფრთხე არ ემუქრება, რამდენიმე კვირაში ალექსანდრე შეძლებს, დაუბრუნდეს მისთვის ჩვეულ დღის წესრიგს!

დიდი მადლობა ექიმებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ალექსანდრეს ამხნევებს. მალე გამოჯანმრთელება ჩემპიონო“. – ვკითხულობთ ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g