LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩაუტარდა რთული ოპერაცია, რომელიც 5 საათამდე მიმდინარეობდა“ – როგორია თბილისში დაჭრილი 15 წლის მოზარდის მდგომარეობა

198
BeFunky-collage (7)

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, არასრულწლოვანი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა მეცხრე კლასელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ამ წუთებში, გამოკითხვები მიმდინარეობს პოლიციის მთავარ სამმართველოში, რაც შეეხება დაზარალებულს, 15 წლის ბიჭი ამ დრომდე რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე რჩება, მას ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.

„პაციენტს აღენიშნებოდა საკმაოდ მძიმე დაზიანება. აღენიშნებოდა მუცელში სისხლდენა და ნაწლავების მრავლობითი დაზიანებები, ასევე რეტროპერიტენიალური სივრცის საკმაოდ სერიოზული დაზიანებები. რთული ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც 5 საათამდე მიმდინარეობდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პოსტოპერაციული მართვისთვის, ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში მართვითი სუნთქვის აპარატზე.“ – განაცხადა ექიმი გოგა ბახტაძე.

„ბევრნი იყვნენ, შეგვეშინდა, შეიძლება ადგილზე მომკვდარიყო“ – რას ამბობს თვითმხილველი, რომელმაც ისანში დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში საკუთარი მანქანით გადაიყვანა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g