LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძეზე მუშების გარდაცვალების საქმეზე შპს “ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავეს

135
direqtori_dakaveba

ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებლობაზე ორი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე, შპს „ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავეს,- ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შპს “ხიმიჯ სერვის 2”-ის დირექტორი სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

“ფაქტზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს “ხიმინჯ სერვის 2”-ს მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს და დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი.

გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით კი გამოიკვეთა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს “ხიმინჯ სერვის 2″-ის დირექტორს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს,”- აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

31 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების წარმოების პროცესში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g