ჭავჭავაძის #5-თან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ვითარება კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეები შეიჭრნენ იმ შენობის ტერიტორიაზე, სადაც გუშინ 2 მუშა გარდაიცვალა. მათ ტერიტორიის დამცავი ღობე მოშალეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცა, რომელიც ვითარების განმუხტვას ცდილობს. პოლიციელები ცდილობენ, რომ აქციის მონაწილეები შენობის ტერიტორიაზე არ შეუშვან.