LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩავწერე ახალი სიმღერა… არის პატარ-პატარა კონცერტები… ძალიან მინდა ჩემი 2 ძველი სიმღერის განახლება“ – თემურ თათარაშვილი

165
თემურ-თათარაშვილი

15 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი თემურ თათარაშვილი სტუმრობდა, რომელმაც დაგეგმილ კონცერტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მსმენელს სიმღერა „მენატრები ისევ“ წარუდგინა.

თემურ, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

ჩავწერე ახალი სიმღერა. არის პატარ-პატარა კონცერტები. 22 მარტს „ოტიუმში“ მაქვს სოლო კონცერტი, 23-ში კი „გორი ინნ“-ში, „ცირკში“.

მოგვიყევი სიმღერაზე „მენატრები ისევ“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს არის ძალიან ძველი სიმღერა. ეს სიმღერა ლილიკო ნემსაძემ ჩემთვის და ლუბა უსპენსკაიასთვის შექმნა. საქართველოში რომ დავბრუნდი, გადავაკეთე და მე და ლიზა ბაგრატიონი ვმღეროდით. ქართული ტექსტი ირინა სანიკიძემ დაწერა. ბოლოს ისე მოხდა, რომ როცა მე და გიორგი წიკლაური ბათუმიდან მოვდიოდით, ეს სიმღერა ჩავრთე და გიორგი, რა კარგი სიმღერაა, რატომ არ მღერიო. მე ვუთხარი, იმიტომ, რომ დუეტია-მეთქი. მერე, სოლო გააკეთეო, მირჩია გიორგიმ. გზიდან პირდაპირ ცირა ბზიშვილთან მივედით, მის სტუდიაში ჩაიწერა. სიმღერის არანჟირება ზურა მახნიაშვილს ეკუთვნის.

ალბათ, კიდევ ბევრია ისეთი სიმღერა, რომლის ახალი ვერსიის გაკეთებაც შესაძლებელია…

კი და ძალიან მინდა ჩემი 2 ძველი სიმღერის განახლება. ერთი არის „დაგელოდები შენ“, რომელიც ფანტასტიკური სიმღერაა და მეორე არის რუსულ ენოვანი, რომლის ქართული ტექსტიც უკვე გამიკეთა ირინამ და ვნახოთ…

როგორია სამომავლო გეგმები?

იტალიიდან არის რაღაც შემოთავაზება და შეიძლება, რამდენიმე ქალაქში მომიწიოს კონცერტის ჩატარება მაისში.

თემურ თათარაშვილი – მენატრები ისევ

გადაცემის აუდიოჩანაწერი

თემურ თათარაშვილი. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები