LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეჩნეთში სამხედრო რეზერვი იქმნება, რომელშიც ქალების ჩართვასაც გეგმავენ – მსურველებს 20 ათას რუბლს ჰპირდებიან

71
კადიროვი ქალების რეზერვზე

ჩეჩნეთში გადამზადების მსურველთათვის სამხედრო რეზერვი შეიქმნება – იმისთვის, რომ ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში, გადამზადებულებმა სამხედრო სტრუქტურებში მუშაობა დაიწყონ. რეზერვში გადამზადებას აგიტაციას არამხოლოდ მამაკაცები, არამედ ქალებიც შეუერთდებიან – ვინც თანახმა იქნება, თითოეულს 20 ათას რუბლს ჰპირდებიან.

აღნიშნულის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ოფიციალურ Telegram-ის არხზე კი კადიროვმა თქვა, რომ რეზერვის შექმნა „საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელს გახდის უსაფრთხოების ძალების რიგების სწრაფად შევსებას გადამზადებული და გაწვრთნილი მებრძოლებით“.

ამ სამუშაოზე პასუხისმგებელნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების მეთაურები და რაიონული სამმართველოების უფროსები.

„გმირი დედა“ – პუტინმა კადიროვის ცოლს უმაღლესი წოდება მიანიჭა

თუმცა, შეხვედრის ჩანაწერში, რომელიც ЧГТРК „Грозный“-მა გამოაქვეყნა, კადიროვი, ჩეჩნურ ენაზე, რეზერვში მომავალი გამოძახების შესახებ გარკვეულ დეტალებზე საუბრობს:

„პერსონალი ახლა მთლიანად შევსებულია, მაგრამ იყოს რეზერვი მომავლისთვის. ყველა მზად უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა RRT-ში (სწრაფი რეაგირების ჯგუფში) იქნება თუ სხვა. კაცები, ქალები – ყველა უნდა იყოს.

"უკრაინელებისთვის მორიგ სიურპრიზებს ვამზადებთ" - რამზან კადიროვი

"უკრაინელ სატანისტებს რეგულარულ „სიურპრიზებს“ ვუმზადებთ" - კადიროვი

დაიბარონ და უთხრან, რომ სამსახურს დავაწყებინებთ, თუ სახელმწიფო თავისუფალი გახდება. დასაწყისისთვის თითოზე 20 ათას რუბლს გადავიხდით. ყოველ კვირა მოვლენ, ვარჯიშებს გაივლიან და თუ მოინდომებენ, სტრუქტურებში სამუშაოდ გავგზავნით“, – განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა.

გარდა ამისა, კადიროვმა რესპუბლიკის სუფისტი თემების წარმომადგენლებს მიმართა და მოუწოდა, შეკრიბონ საკუთარი ბატალიონები, რომლებიც მზად უნდა იყვნენ, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში საბრძოლველად წავიდნენ.

უკრაინის უშიშროებამ კადიროვზე ძებნა გამოაცხადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g