LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გმირი დედა“ – პუტინმა კადიროვის ცოლს უმაღლესი წოდება მიანიჭა

77
Untitled design (1)

რუსეთის პრეზიდენტმა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მეუღლეს, „გმირი დედის“ წოდება მიანიჭა. 

რუსული მედიის ცნობით, ვლადიმირ პუტინმა უმაღლესი წოდების მინიჭების შესახებ ბრძანება უკვე გამოსცა.

სპეციალურ პორტალზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მედნი კადიროვას აღნიშნული წოდება ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებისა და შვილების აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი დამსახურებისთვის მიენიჭა.

„2016 წლის თებერვალში კადიროვის ქალიშვილი აღიარეს ყველაზე ნიჭიერ სტუდენტად ჩეჩნეთში, 2013 წლის მარტში მან დაისწავლა ყურანი. კადიროვების ვაჟებს კი სპორტული მიღწევები აქვთ.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 1 ივნისს მხარი დაუჭირა „გმირი დედის“ ტიტულის აღორძინების იდეას. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა განაახლოს და გააფართოოს მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური მხარდამჭერი  ღონისძიებები“, – წერს რუსული მედია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები