LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხებმა ВАЗ-2101-ით მსოფლიო შემოიარეს და შემდეგ АвтоВАЗ-ს აჩუქეს

247

ფილიპ ვოგელმა და პეტრ იავურეკმა ჩეხეთიდან 1975 წლის ВАЗ-2101, რომლითაც მსოფლიო შემოიარეს, ტოლიატში, АвтоВАЗ-ის მუზეუმს აჩუქეს. ავტომობილის გადაცემის ცერემონიალი საზეიმო დღეს დაემთხვა – ზუსტად 48 წლის წინ ვოლჟსკის საავტომობილო ქარხნის კონვეირიდან პირველი ავტომობილები გამოვიდნენ.

მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა სოფელ ჩეხური ჩესტიცეს მაცხოვრებლებმა მიმდინარე წლის იანვარში დაასრულეს. სულ ათ თვეში 65 000 კილომეტრი და 30 ქვეყნის ტერიტორია გაიარეს.

ძველი ავტომობილის სანაცვლოდ, რომელშიც ფიპიპმა და პეტრმა 600 ევრო გადაიხადეს, АвтоВАЗ-ის ხელმძღვანლობამ გადაწყვიტა „ბრენდის საუკეთესო ელჩები“ ახალი Lada Vesta-თი დაესაჩუქრებინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები