იტალია, შვედეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია, ესპანეთი, დანია, დიდ ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, გერმანია, ავსტრია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და ირანი – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებთაც ჩეხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით აკრძალვა შეეხება. ამის შესახებ ცნობას „როიტერი“ ავრცელებს.
ამასთან, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის განმარტებით, აიკრძალება ცხრაადგილიანზე მეტი საერთაშორისო საჯარო ტრანსპორტებით ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა.
გარდა ამისა, დაიხურება სპორტული ცენტრები, სპა სერვისები და გალერეები. ასევე აიკრძალება ღონისძიებები, რომლებშიც 30-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. რაც შეეხება რესტორნებს, მათ მხოლოდ 20:00 საათამდე უნდა იმუშაონ.
“აშკარაა, რომ ეს ეკონომიკაზე გავლენას მოახდეს, მაგრამ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ვირუსის შესაკავებლად. თუ ეს ზომები საკმარისი არ იქნება, მივიღებთ მეტს,”- აღნიშნა პრემიერმა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ჩეხეთში ახალი კორონავირუსის 109 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
