LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთი პირველი ივლისიდან საქართველოს საზღვარს არ გაუხსნის

380
BeFunky-collage (1)

ჩეხეთმა ევროკავშირის “უსაფრთხო ქვეყნების სიის” პარალელურად თავისი სიაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანა პირველი ივლისიდან საზღვარს მხოლოდ რვა ქვეყანას გაუხსნის.

ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია, მათივე განცხადებით, იურიდიულად სავალადებულო არაა და რეკომენდაციის შესრულებაზე პასუხისმგებლები ცალკეული ქვეყნების ხელისუფლებები არიან.

შესაბამისად, ჩეხეთმა ევროკავშირის მიერ რეკომენდებული ქვეყნებიდან მხოლოდ 8 დატოვა: ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, სერბეთი, სამხრეთ კორეა და ტაილანდი.

ჩეხეთმა საქართველოსთან ერთად სიიდან ამოიღო ალჟირი, მაროკო, რუანდა, ტუნისი და ურუგვაი, ისევე, როგორც ჩინეთი, რომლის მიმართაც ევროკავშირი დააწესებს ურთიერთსანაცვლო მოქმედებების პირობას ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან.

„ამგვარად, ამ ქვეყნებიდან უცხოელების ჩეხეთში გამგზავრება ჯერ არ იქნება დაშვებული, თუმცა მზარდ ვართ, ვიმოქმედოთ ძალიან მოქნილად ვითარების ცვლილების მიხედვით, ანუ ნაცვალგების შემოღებაზე, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღეს ევროკავშირმა წევრი ქვეყნებისთვის გასცა რეკომენდაცია, გაუხსნან პირველი ივლისიდან საზღვრები 14 ქვეყანას, მათ შორის არის საქართველო.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები