ჩეხეთის რესპუბლიკას სახელის შემოკლება სურს. „ევრონიუსის“ ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ლუბომირ ზაორალეკის თქმით, თუ ინიციატივას მხარს დაუჭერს მინისტრთა კაბინეტი და საკანონმდებლო ორგანო, ჩეხეთის რესპუბლიკის ახალი სახელი ჩეხია (Czechia )იქნება, თუმცა ოფიციალურ წოდებად დარჩება „ჩეხეთის რესპუბლიკაც“.
ახალ სახელს გამოიყენებენ, ძირითადად, სპორტულ ღონისძიებებსა და ქვეყნის სარეკლამო კამპანიებში, „ჩეხიას“ დაიტანენ ჩეხურ პროდუქტზეც.
ინიციატივა ჩეხეთში ყველას არ მოწონს. უკმაყოფილო ნაწილი აცხადებს, რომ „ჩეხია“ ლამაზად არ ჟღერს, ამასთან, ინგლისურად დაწერილი ქვეყნის შემოკლებული სახელი, ბევრს, შესაძლოა, „ჩეჩნიაში“ (ჩეჩნეთი) აერიოს.