ტელეჟურნალისტი ნინო თოლორდავა უმცროსი ვაჟის დაბადების დღეს აღნიშნავს და მასთან ერთად გადაღებულ ვიდეოკოლაჟს აქვეყნებს.
„ჩემი ახდენილი ოცნება 2 წლის გახდა!.. გილოცავ, დედას სიყვარულო… უსასრულოდ მიყვარხარ… იმაზე მეტად, ვიდრე სიტყვებით ოდესმე შევძლებ გადმოცემას…“
ნინო თოლორდავასა და მის მეორე მეუღლეს, ბიზნესმენ გიორგი დავითაიას საერთო ვაჟი ორი წლის წინ შეეძინათ. ის სუროგაციის გზით დაიბადა. ნინოს პირველ ქორწინებაში ვაჟი, ამიკო ჰყავს და მეორე შვილი 24 წლის შემდეგ შეეძინა. ნინომ და გიორგიმ ვაჟს თადა-ერეკლე დაარქვეს.
