LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი ბრალია, სპეცრაზმი ისე ვერ მოვამზადეთ, რომ თავის გაკონტროლება შეძლებოდათ” – ვანო მერაბიშვილი

335
epa02751589 Georgian riot police arrest opposition supporters during an anti-government rally in Tbilisi, Georgia, on 26 May 2011. Georgian opposition leaders demand President Mikheil Saakashvili resignation.  EPA/STR

საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ 26 მაისის აქციაზე სპეცრაზმის მხრიდან ძალის გადამეტება პირადად მისი ბრალია. ვანო მერაბიშვილი მიზეზად ასახელებს იმას, რომ სპეცრაზმელები კარგად არ იყვნენ გაწვრთნილი და თავის გაკონტროლება ვერ შეძლეს. მისი თქმით, სპეციალური რაზმის გაწვრთნა ისე, რომ მას დაეცვა კანონის ნორმები, ვერ შეძლო, რადგან დრო არ ეყო.

“ვერ შევძელი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მოგვემზადებინა ისე, რომ კრიზისულ სიტუაციებში მათ შეძლებოდათ საკუთარი თავის გაკონტროლება. ეს მათი ბრალი არ არის, ჩემი ბრალია. მე თავს არ ვიმართლებ. ეს სპეცრაზმელები ერთი და სამი კვირით ადრე მორიგეობდნენ ცხინვალთან პოსტებზე და სამ ან ოთხ თვეში ერთხელ თავდასხმის მსხვერპლი იყვნენ. ჩვენ არ გვქონდა იმდენი რესურსი, რომ ცალკე სპეცრაზმელები ყოფილიყვნენ მიტინგზე და ცალკე ფრონტის წინა ხაზზე.

სამწუხაროდ, ვერ გავზომეთ, არ გვეყო ამისთვის დრო, ენერგია, ცოდნა გამოცდილება, რომ ეს ადამიანები ისე გაგვეწვრთნა და ბოლომდე დაეცვათ კანონის ნორმები და რაც მთავარია, გაეკონტროლებინათ საკუთარი ემოციები”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს სპეცრაზმმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დაარბია. აქციის დაშლის დროს დაიღუპა ორი ადამიანი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურამ მომიტინგეების დარბევასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალი დასდო ყოფილ შს მინისტრს და მის მოადგილეს, გია ლორთქიფანიძეს. 26 მაისის დარბევის საქმეზე ივანე მერაბიშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნეს. ყოფილმა მინისტრმა მსჯავრი უკვე მოიხადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g