LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი გადავფურცლე“ – რას წერს ხატია წერეთელი ციხეში გატარებულ პერიოდზე

193
ხატია წერეთელი

ხატია წერეთელი, რომელიც პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით იყო დაკავებული, რამდენიმე დღის წინ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. საპატიმროს დატოვების შემდეგ, მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ციხეში გატარებულ პერიოდსა და იქ მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.

„ვაღიარებ, რომ ციხეში მოხვედრა ყოველთვის მაინტერესებდა“… – ხატია წერეთელი საპატიმროში გატარებულ პერიოდს იხსენებს

ხატია წერეთელი მიმართავს მათ, ვინც მისი დაკავების პერიოდში კრიტიკულად იყო განწყობილი:

„თქვენ სანამ აქ ენას იფხანდით (ზოგიერთები) მე ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი გადავფურცლე, გავიცანი საინტერესო ადამიანები , დავინახე განსხვავებული სიყვარული, გარემო სადაც ყველა ერთი სტატუსითაა ბევრად უფრო ლოიალური აღმოჩნდა ვიდრე ველოდი.

იქ სადაც შესაძლებლობები შეზღუდულია, ახალ თვისებებს იძენ.

განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო #5ქალთაპენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს , თქვენ ყველაზე რთულ დღეებში მჩუქნიდით სიყვარულს დაა თანადგომას..

ცალკე მინდა აღვნიშნო რომ ქალი რომელიც ამ დაწესებულებას მართავს არარეალურად კარგი პიროვნებაა, მაღალი.მორალის , სამართლიანი, უსაზღვროდ კეთილი, მზრუნველი, ჰუმანური..

კარგი მენეჯერი ნიჭიერი. ხელოვნების მცოდნე და დამფასებელი..

მადლობა ქალბატონო ნესტან“

ვიდეო: „მინდა ჭორებს ბოლო მოეღოს…“ – ხატია წერეთელი საზოგადოებას მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g