LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცოლი ჩემზე იქრინჯება“ – 63 წლის ჯორჯ კლუნმა თმა შეიღება და საყოველთაო აღშფოთებაც გამოიწვია

451
page

63 წლის ჯორჯ კლუნი თავის ჭაღარა თმას გამოემშვიდობა და თმა ყავისფრად შეიღება. მისმა გამოჩენამ კი საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობი შეღებილმა თმამ ძალიან შეცვალა. მას ახალი იმიჯი ნაკლებად უხდება და ეს ფაქტი თავადაც კარგად იცის.

საქმე ისაა, რომ კლუნი „ბროდვეის“ სპექტაკლში იღებს მონაწილეობას და თმაც სწორედ ამიტომ შეიღება. ცოტა ხნის წინ კი The New York Times-ს გამოუტყდა, რომ მისი ახალი იმიჯი მის მეუღლეს, ამალი კლუნს სასტიკად არ მოსწონს.

„ჩემი ცოლი ჩემზე იქრინჯება, სასტიკად არ მოსწონს ჩემი ახალი იმიჯი, ჩემი შვილები კი დაუსრულებლად იცინიან ჩემზე. არაფერი გცვლის და გაბერებს ისე, როგორც ასაკში შეღებილი თმა“, – განაცხადა ჯორჯმა.

„63 წლის ბიჭი“ – ჯორჯ კლუნის უახლესმა ფოტოებმა სახალისო კომენტარები გამოიწვია

„უბერებელი მგელი“ – ლურჯ კოსტიუმში გამოწყობილი 63 წლის ჯორჯ კლუნი ელეგანტურობის პიკზეა

„შეხედეთ მათ ხელებს…ბედნიერებას ასხივებენ“ – ჯორჯ და ამალი კლუნები სენ-ტროპეში გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები