“ცოტნეს სამკურნალო ნარკოზი მოხსნილი აქვს, დაახლოებით, ორი კვირაა და შესაბამისად, მისი გაღვიძებაც სწორედ მაშინ მოხდა,”- ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.
ცოტნე გამსახურდია გააღვიძეს: ის გარემოს ადეკვატურად აღიქვამს
“საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, მოკლედ მოგახსენებთ ცოტნეს რეალური მდგომარეობის შესახებ, ახლა უკვე ცოტნეს პალატიდან. ცოტნეს სამკურნალო ნარკოზი მოხსნილი აქვს, დაახლოებით, ორი კვირაა, და შესაბამისად, მისი გაღვიძებაც სწორედ მაშინ მოხდა. ეს ფაქტი ცნობილი არ იყო ინფორმაციის გაცემის აკრძალვის გამო.
ამჟამად, ზემოთ აღნიშნული აკრძალვა მოხსნილია, შესაბამისად, გაღვიძების შესახებ ინფორმაცია დღეს გახმაურდა. სედაციის მოხსნის შემდეგ პაციენტს სჭირდება გარკვეული დრო ამა თუ იმ ფუნქციის აღსადგენად. ცოტნეს მდგომარეობა ძალიან ნელა, მაგრამ მაინც უმჯობესდება, შეინიშნება დადებითი დინამიკა.მართვით სუნთქვაზე თითქმის აღარაა (იშვიათად გადაჰყავთ მცირე ხნით, ცოტნეს დასუსტებული ორგანიზმის დასასვენებლად).
"მანანა არჩვაძე-გამნსახურდიამ ხელი შეუშალა" - ანა ჯაბაურს არ ეძლევა საშუალება მეუღლე ინახულოს
"არსებობს საბუთი რომლის საფუძველზეც, ცოტნე გამსახურდიას ნახვა ქალბატონი მანანას გარდა, ყველას ეკრძალება."
მიუხედავად იმისა, რომ ექიმების თქმით, ჯერჯერობით იგი მხოლოდ ტკივილზე რეაგირებს, მასთან ჩემი დაკონტაქტებისთანავე მეც და მედპერსონალმაც ემოციის გამოხატვის აშკარა ნიშნები შევნიშნეთ ცოტნეს, რის გამოც ექიმებმა მირჩიეს, ნაცვლად პაციენტის ნახვის დაწესებული ერთი საათისა, მასთან მთელი დღე გავატარო ხოლმე. ასე, რომ ცოტნეს ღვიძავს უკვე არაერთი დღეა და ნელნელა იბრუნებს ფუნქციებს.წინ კიდევ ბევრი ბრძოლაა, თუმცა ცოტნეს გამარჯვების იმედი ნამდვილად გვაქვს,”- წერს ანა ჯაბაური.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს მის საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს. თავდაპირველად მას ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.