LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი დილა ძალიან ადრე, სადღაც 7 საათისთვის იწყება… მოგეხსენებათ, სერბეთის კონსულიც ვარ…“ – დათუნა სირბილაძე

214
datuna-sirbiladze-knsl-2020-02-20-10-21-46-978546-2020-11-22_08-40-12_704786-1024x577

რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ მომღერალი დათუნა სირბილაძე სტუმრობდა, რომელმაც თავის დილის რუტინაზე ისაუბრა.

დათუნა, როგორია შენი დილა?

ადრე ვიღვიძებ, ჩემი დილა ძალიან ადრე, სადღაც 7 საათისთვის იწყება. ყოველ დილით ვანთებ სანთელს, რომ ყველა ბედნიერი დღის დასაწყისში ღმერთს შევევედრო. შემდეგ უკვე იწყება დილის რუტინა, მეილების შემოწმება, დღის განრიგის ჩამოწერა, რა გეგმები, რა შეხვედრები მაქვს, მოგეხსენებათ, სერბეთის კონსულიც ვარ. სიმღერის კუთხით გეტყვით, რომ ვიწყებ მუშაობას ახალ სიმღერაზე.

მინდა, რომ  შენს რეპერტუარში ერთ-ერთ გამორჩეულ სიმღერაზე „მამის იავნანა“ ვისაუბროთ,

ეს არის ძალიან ძველი სიმღერა, რომელსაც მამაჩემის მეგობარი მღეროდა. სიმღერა მამაჩემის მეორე მეგობარზე არის დაწერილი, რომელიც გარდაიცვალა და ეს იყო მამაჩემის სამეგობროს სიმღერა. შემდეგ, ერთ-ერთ შეკრებაზე „შვიდკაცასთან“ ერთად შევასრულე ეს სიმღერა და იქვე ჩამოყალიბდა ეს ვერსია. ამის მერე ბევრი წელი გავიდა, მივედი დათო უგრეხელიძესთან და ვუთხარი, ასეთი სიმღერა და არანჟირებაა-მეთქი და ცოცხალი ინსტრუმენტებით გაკეთდა ამ სიმღერის ეს ვერსია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები