14 მაისის ღამით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მტკვარში ავტომობილის გადავარდნის შედეგად დაკარგულ ერთ პირს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
შემთხვევის დროს დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა უტა ელიავაა, რომელსაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
უტას და, ანა ელიავა, სოციალურ ქსელში ძმის ფოტოებს აქვეყნებს.
„ჩემი ერთადერთი ძმა მტკვარმა წამართვა. უშენოდ მე არავინ ვარ, უტა, “- წერს გარდაცვლილის და, ანა ელიავა.
ანა სოციალურ ქსელში უამრავ სამძიმარს იღებს. მეგობრები მას გამძლეობას უსურვებენ.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა 14 მაისის ღამეს მოხდა – ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა. 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს. პოლიციამ, ასევე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.
„მე შენი ერთადერთი ვიქნები სიცოცხლის ბოლო წუთამდე“ – მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე

