ნინა ჯორჯაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ეზოს ბავშვებმა ძაღლს ლეკვები წაართვეს, რომლებიც სიცივისგან გაიყინენ… ნინა ყველას მოუწოდებს, ასწავლონ ბავშვებს ცხოველებთან მოქცევა.
გთავაზობთ მის სტატუსს:
„ჩემს ეზოში ბავშვებმა ლეკვები წაართვეს დედას და მოიყვანეს სათამაშოდ. მთელი ღამე აქ ეყარნენ ეს პატარები, სიცივისგან გაიყინენ და დაიხოცნენ. ძალიან გთხოვთ, ასწავლოთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს, რომ არ შეიძლება, ასე მოექცე ცხოველებს. ისინიც ცოცხალი არსებები არიან და თანაც, ასეთი პატარები. იმის მაგივრად, რომ აჭამონ და მოუარნონ, დედას ართმევენ და „ბესეტკაში” ყრიან. ცხოველი სათამაშო არ არის, ხალხო, შეიგნეთ!!! ძალიან არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ყველამ კარგად იცით, ამის გამკეთებელი რისი ღირსიცაა!!! (მანამდე რომ მენახა, დამიჯერეთ, ვუშველიდი). დილას ვნახე როცა უკვე გვიანი იყო)“.


