„ჩემი ფიქრები კესოს დედასთანაა. შვილის უპირობო სიყვარულის საუკეთესო მაგალითია. დროსაც ხომ გააჩნია, მაშინ ძალიან ბნელოდა მართლაც. მამის ეპიზოდი და მისი მხარდაჭერა ❤️“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნუცა სუბელიანი წერს და კესარია აბრამიძის საზარელ მკვლელობას ეხმაურება.
„ვფიქრობ, მრავალი გამოწვევის მიუხედავად, კესო ყველაზე ბედნიერი ტრანსი ქალი იყო საქართველოში და შესაძლოა მსოფლიოშიც, სწორედ მისი საოცარი მშობლების გამო“, – წერს ნუცა სუბელიანი.