19 წლის ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს, რომლის გარდაცვალებამ საზოგადოება შეძრა, მეგობრები ემშვიდობებიან. ახალგაზრდა ფეხბურთელს პოლიცია და 70 მაშველი 4 დღის განმავლობაში ეძებდა. დღეს სამძებრო სამუშაოებში მისი მეგობრებიც ჩაერთვნენ, მყვინთავებმა ბიჭის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.
გიორგის უფროსი და, ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვყნებს.
“ჩემი გიო აღარ არის ღმერთოოო”, – წერს ანი.
გიორგის ემშვიდობებიან მეგობრებიც…
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის ოჯახმა, მისი დაკარგვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. ამ დღიდან ბიჭის სამძებრო სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობდა.