LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ინტერესის სფერო არ არის კარგად არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი, ჩემს ინტერესებშია რამდენად არის მისი უფლებები დაცული“ – რატი იონათამიშვილი

217
რატი-იონათამიშვილის-პოზიცია-ქართული-ოცნებიდან-გასულ-დეპუტატებთან-დაკავშირებით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ მის ინტერესებში შედის არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ რამდენად არის დაცული მისი უფლებები. ამის შესახებ მან „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ მისთვის სააკაშვილის საქმეზე მეტად მნიშვნელოვანი დღევანდელი რიგგარეშე პლენარული სხდომა იყო.

„ასეთია დღეს მიშა, ამას ვუყურებ და ვუძლებ“ – გამოხმაურებები მიხეილ სააკაშვილის პირველ კადრებზე

შელახულია მისი ფიზიკური მახასიათებლები… მოუვლელია – ეს დემენციის სიმპტომებია: ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი

„ჩემთვის დღეს უფრო საინტერესო იყო რიგგარეშე პლენარული სხდომა. ბევრად მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ეროვნული მნიშვნელობის საკითხები გვაქვს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დღის წესრიგში.

რაც შეეხება კარგად არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი ეს ჩემი ინტერესის სფერო არ არის ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, არის თუ არა დაცული მისი უფლება, რაც ნამდვილად ასეა.

ვხედავ, რომ მისი უფლებები, ვგულისხმობ სამედიცინო უფლებებსაც, არა თუ დაცულია, არამედ ის გარკვეულ პრივილეგირებულ სიტუაციაშიც იმყოფება, რაც სამართლიანად იწვევს უსამართლობის შეგრძნებას იმ ათი ათასობით ადამიანში, ვისაც მისი სისხლიანი რეჟიმის სისასტიკე პირადად შეეხო.

კობახიძე სააკაშვილზე: არის შერჩევით კვებაზე, აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, რამაც გამოიწვია წონაში კლება – ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია

თვითონ რა სიმულაციას გააკეთებს, როგორ ეცდება ადამიანის გრძნობებზე თამაშს, ცხადია ეს მეორე ხარისხოვანია. მე ვიცი, რომ ჩვენ საზოგადოებას ვერავინ მოატყუებს, ვერც იაფფასიანი ქმედებებით და ყოველთვის ობიექტურ, სამართლიან, გონივრულ გადაწყვეტილებას და დასკვნას გამოიტანს ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში დაესწრო.

ხუხაშვილი: „ვინც ახლა ამას უყურებს და ემპათიის გრძნობა არა აქვს, ისინი მიშას სისტემის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ კი არ იბრძოდნენ, არამედ იგივე სისტემის მხრიდან მიშაზე ძალადობისთვის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g