„ჩემი კანდიდატები არიან, ვინც ილია მეორეს მოჰყვებიან ადრეული დროიდან“, – ამის შესახებ მეუფე ზენონ იარაჯულმა ჟურნალისტებთან, სინოდის სხდომაზე შესვლის წინ განაცხადა.
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსის თქმით, მას უკვე ჰყავს კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს, თუმცა ვინაობას არ ასახელებს.
ანდრია ჯაღმაიძე: „სავარაუდოდ, დღეს იქნება მსჯელობა იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი, სინოდის დღევანდელი სხდომა არ არის გათვალისწინებული სამი კანდიდატის გამოსარჩევად“
მისი თქმით, სინოდის წევრები საკითხების დასაზუსტებლად იკრიბებიან.
შეგახსენებთ, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მოწვევით, საპატრიარქოში სინოდის სხდომა იმართება.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით არ არის გაწერილი.
„მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებსა და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი სხდომა არ არის გათვალისწინებული პატრიარქობის სამი კანდიდატის გამოსარჩევად, ის პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას დაეთმობა.
