თამო ვაშალომიძემ სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გაავრცელა, სადაც გულწრფელად საუბრობს საკუთარ განცდებსა და ცხოვრებისეულ მიზნებზე.
„ვიდეო დავდე TikTok-ზე და მერე წავშალე, იმიტომ რომ ვტიროდი. მე კი შეგპირდით, რომ აღარ ვიტირებდი, აღარ დავდებდი ისეთ ვიდეოებს, სადაც ვტიროდი. ძალიან ბევრი ვიტირე, გოგოებო, თქვენი კომენტარების გამო. იცოდეთ, რომ იმხელა ძალა ხართ ჩემს გარშემო. მადლობა ყოველი კომენტარისთვის და სიყვარულისთვის.
მინდა, რომ ძალიან კარგი დედა ვიყო. ჩემი ცხოვრების მიზანია, რომ კარგი დედა ვიყო, სიმშვიდეში და კარგად აღვზარდო შვილები. რომ მწერთ სოფიას დედა, მაქსიმეს დედა – ეს ჩემთვის ძალიან ემოციურია.
ასევე ჩემი მიზანია ჩემი კომპანია იმპერიად ვაქციო, ჩემი სიკვდილის მერე იარსებოს „თამოსკინმა“ და ვიცხოვრო სწორად. არის რთული დღეები, მაგრამ არავინ არ მაცდის ვიყო ცუდ ხასიათზე“, – ამბობს თამო ვაშალომიძე.
