შატილში მცხოვრები ხელოვანი მარგარეტ დაიაური გიორგი კეკელიძის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან მოხსნას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ჩემი მხარდაჭერა გიორგი კეკელიძეს! ადამიანს, ვინც ჩემთვის და ჩემი ხევსურეთისთვის, ძალიან ბევრი კარგი გააკეთა!
გიორგი იყო პირველი, ვინც რთულ დროს მხარში დამიდგა და მისმა თანადგომამ გადამატანინა ძალიან მძიმე პერიოდი, ხოდა, ამ ყველაფრისთვის და მისი ადამიანობისთვის, სიკვდილამდე მადლიერი ვიქნები და ყოველთვის მხარს დავუჭერ, როცა უსამართლოდ მოექცევიან!“, – წერს მარგარეტ დაიაური სოციალურ ქსელში.
ჩემი მხარდაჭერა გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze – ს ! ადამიანს, ვინც ჩემთვის და ჩემი ხევსურეთისთვის, ძალიან ბევრი…
Posted by Margaret Daiauri on ხუთშაბათი, 11 იანვარი, 2024
ცნობისათვის, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ 11 იანვარს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა და უთხრა, რომ „უნდა წავიდეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია“.
ამავე თემაზე:
კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ ის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე ინიშნება