LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან“ – გიორგი კეკელიძე

440
ing (1)

„პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა“, – ამის შესახებ  ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა.

მერე გამოვედი, პარლამენტის კიბეზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი იმ საოცარ გეგმებზე, საოცარ ხალხთან ერთად რომ მქონდა, იმ წლებზე, დღეებზე და წუთებზე, რომელიც ამ საქმეს შევალიე და რომ მქონდა ერთი დიდი ოცნება – გამეხსნა ლეგენდარული პირველი კორპუსი, რომლის რესტავრაცია უკვე დაიწყო და მე უკვე შორიდან გავიხარებ ამ ამბით.

და მერე გამახსენდა, რომ ეს არის ჩვენებური ალგორითმი და რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო.

P.S. და ისიც ვიცი, რომ ახლა იქნება სამდღიანი წუხილი და სამდღიანი დაგეგმილი ლანძღვა – მერე რა, რომ უმიზეზო. და მერე ყველაფერი იქნება ჩვეულებრივად, ძალიან ჩვეულებრივად. და ეს ასეც უნდა იყოს“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

 

პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on ხუთშაბათი, 11 იანვარი, 2024

 

ამასთან, გიორგი კეკელიძე საკუთარი სტატუსის კომენტარში წერს, რომ მისთვის „ემოციურად ეს არ არის რიგითი ამბავი“.

„შეიძლება რაღაც აზრით მთავარიც კი არის, რადგან ეს სივრცე ჩემთვის იყო არა რაღაც თანამდებობა, არამედ საუკეთესო გზა განათლების გავრცელების და ათასობით დეტალი ხვალინდელი დღის და განვითარების ამ ქვეყნისთვის. და ძნელია, შეუძლებლად ძნელიც კი ამის ჩამომსხვრევა – თუმცა არანაირი ინტერვიუ არ იქნება ჩემგან, არანაირი ბრძოლა და „ბრძოლა“ – გავუმკლავდები“, – წერს გიორგი კეკელიძე.

„ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კერძო კოლექციონერის არქივში ილია ჭავჭავაძის უნიკალური ხელნაწერი აღმოაჩინა” – გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე: დიდი საქმე – ნოემბრიდან სვანეთის ყველა სოფლის ბიბლიოთეკას განვაახლებთ 

პოპულალურები