LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც მე გამიშვებს სინდისი სამშვიდობოს გიორგი კეკელიძე, ნიკოს სახელით მადლობა არ გითხრა, იმ ადამიანთა შორის ხარ, ვისი გაცნობაც ჩემმა ნიკომ მოასწრო“ – იზა ომაძის ემოციური მადლობა

7114
ფორტუნა

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე გიორგი კეკელიძეს მადლობას უხდის.

იზა ომაძის თქმით, გიორგი კეკელიძე იმ ადამიანთა შორისაა, ვისი გაცნობაც ნიკომ მოასწრო.

კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ ის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე ინიშნება

„არც მე გამიშვებს სინდისი სამშვიდობოს გიორგი კეკელიძე, ნიკოს სახელით, ჩემი ოჯახის სახელით მადლიერება არ გითხრა, ერთ-ერთ იმ ადამიანთა შორის ხარ, ვისი გაცნობაც ჩემმა ნიკომ მოასწრო, მახსოვს შენი თანადგომა, აქ რომ იყო მაშინ და იქით რომ გაამგზავრეს ქვეყნის მტრებმა მაშინაც.. თუმცა მე რა უნდა გამიკვირდეს…

“წიგნს რომ დავწერ, სინდისი სამშვიდობოს არ გამიშვებს და ამიტომ ამ ფურცლებზე ეგეც უნდა ვთქვა: ხვიჩამდე კიდევ ერთ ვარსკვლავობისთვის ჩაფიქრებულ ახალგაზრდა კვარაცხელიას ვიცნობდი, ნიკოს. მისი ოცნებაც ის იყო, დედამიწის რუკაზე ჩვენი პატარა ქვეყანა მკვეთრად დაემჩნია და ვეღარავის წაეშალა გონებიდან მკაფიო კონტურები.
აპირებდა და ემზადებოდა. ნიჭი ჰქონდა და ამ ნიჭის საქმედ ქცევის გაქანებაც. რადგან წარსულია თხრობის ფორმა, მიმიხვდებოდით – ვერ მოასწრო. ანდა როგორ მოასწრებდა – თანატოლებმა მიუშვირეს იარაღი ქუჩაში მიმავალ მომავლის ბიჭს.”(გიორგი კეკელიძე)
მხარდაჭერა ჩვენგან“. – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

„პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან“ – გიორგი კეკელიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g