LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი მოლოდინები ოპტიმისტურია, მოლაპარაკებების შედეგად ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში შემოვა: სერგეენკო

73
დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის მიმართ ოპტიმისტური მოლოდინები აქვს.

სერგეენკო ფიქრობს, რომ დიალოგის პროცესი ნაყოფიერი იქნება და შედეგად ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში შევა და პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს:

“ჩემი მოლოდინები ოპტიმისტურია, მოლაპარაკებები შედეგად გამოიღებს იმას, რომ ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში შემოვა და პოლიტიკურ საქმიანობას აქ გააგრძელებს.

ეს იქნება სერიოზული და ეფექტიანი ტესტი იმისთვის, ვინ აყენებს პირველ ადგილზე პარტიულ ინტერესებს და ვინ – სახელმწიფოსას. ამას ძალიან მალე ვიხილავთ. პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მხოლოდ იმიტომ დანიშვნა არ შეიძლება, რომ ოპოზიციის ნაწილს არჩევნების შედეგები არ მოსწონს, ეს მაშინ, როცა არჩევნები მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა. ერთი წონადი არგუმენტი მაინც უნდა იყოს, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.” – თქვა სერგეენკომ.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესი გუშინ, ევროსაბჭოს სპეციალური წარმომადგენლის ჩართულობით განახლდა. ევროპელი დიპლომატი ქართველ პოლიტიკოსებს შეხვდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი დანიელსონმა მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრები ნაყოფიერი იქნება – მედიატორი დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს კონკრეტულ შეთავაზებას წარუდგენს.

როგორ ჩაივლის მედიაცია დანიელსონთან – მხარეები კომპრომისებს ერთმანეთისგან ელოდებიან