„ამ შოუს და ჩემს ცხოვრებას ერთი რამ აერთიანებთ, ეს თავისუფლებაა“– განაცხადა მადონამ 19 სექტემბერს გამართულ კონცერტზე
როგორც იცით, პოპვარსკვლავი საკონცერტო ტურნეს სახელწოდებით „Madame X“ მართავს. 61 წლის “პოპის დედოფალი” იდეალურ ფორმაშია, როგორც ჩანს, მის მზადებას უკვალოდ არ ჩაუვლია.
“მადონა სცენაზე კვლავაც ყველაზე ბუნებრივი და თავისუფალია”– კონცერტის გამართვის შემდეგ ტაბლოიდებმა ხაზი მის თავისუფლებას გაუსვეს.
“ფორტუნა პლუსი” ვარსკვლავის ერთ-ერთ საუკეთესო და ამაღელვებელ გამოსვლას გახსენებთ, სადაც ის უამრავ ინსპირაციურ, ცხოვრებისეულ ფრაზებს გვიზიარებს.