როცა კიანუ რივზის სტაჟიანმა თაყვანისმცემელმა შეიტყო, რომ ვარსკვლავი მის სახლთან ჩაივლიდა, უზარმაზარი პოსტერი მოამზადა წარწერით: „შენ არაჩვეულებრივი ხარ!“ და საკუთარი სახლის წინ გამოფინა.
მსახიობი, რომელიც სცენარისტთან ედ სოლომონთან ერთად ახალი ფილმის „ბილი და ტედი 3“ გადაღებებზე მიემგზავრებოდა, იმდენად აღაფრთოვანა თაყვანისმცემლის ქათინაურმა, რომ ჯერ ავტოგრაფი და მინაწერი „სტეისი, ეს შენ ხარ არაჩვეულებრივი“ გააკეთა პლაკატზე, მერე სამახსოვრო ფოტო გადაიღო ადრესატის ოჯათან ერთად.
„ჩემი ოცნება ასრულდა. ვოცოდით, რომ რივზი სწორედ ჩვენს ქუჩაზე ჩაივლიდა და პლაკატის მომზადება გადავწყვიტეთ, თუმცა როცა მანქანა გაჩერდა და თავად კიანუ გადმოდა, ძალიან გამიკვირდა და საშინლად გამიხარდა“, – აღნიშნა ტვიტერში ბედნიერმა თაყვანისმცემელმა.
Wow! Yesterday was a dream come true! We knew @KeanuReevess_ was filming up the street so my son said we need to make a sign that says “you’re breathtaking” so we did! A few cars stopped but then a car stopped and there he was!! He actually stopped! Oh my heavens! @ed_solomon pic.twitter.com/TBGvAC8kEO
— Stacey (@sjhunt305) July 18, 2019