LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ოცნება საქართველოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაშია

100

„ჩემპიონთა ლიგა საკლუბო ფეხბურთის მთავარი მწვერვალია. ამაზე მაგარი არაფერია და არც იქნება. თუ ამ ტურნირზე მოხვდი, გამოდის, კარგ გუნდში თამაშობ. როდესაც სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი აჟღერდა, კინაღამ ვიტირე. ეს დიდი ოცნება იყო, რომელიც ახდა! ახლა კი სხვა ოცნება მაქვს – ლიგის ჯგუფიდან გასვლა“ – ამბობს საბა კვირკველია მოსკოვის „ლოკომოტივის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდთან ინტერვიუში.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მცველმა სხვა საინტერესო თემებზეც ილაპარაკა, მათ შორის, საქართველოს ნაკრებსა და „ლესტერში“ შესაძლო ტრანსფერზე.

ახლა ძლიერები ვართ და შანსი გვაქვს

საბა ბოლო წლებში ორჯერ დაასახელეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად. მაგრამ ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი არაა:

„რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც ხალხი მცნობს. მაგრამ ჩემზე უფრო პოპულარულებიც არიან. საქართველოში უყვართ ფეხბურთი. ჩვენმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე ორი მატჩი მოიგო და ხალხი გახარებულია. ლატვიასთან სტადიონზე 50 ათასი ადამიანი მოვიდა! ჩემი კიდევ ერთი ოცნება საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა. ჩვენ გვესმის, რომ ერთა ლიგა ჩვენი საუკეთესო შანსია და ახლა ძალიან ძლიერი გუნდი გყავს“.

მაინც ფეხბურთი

კითხვაზე – საქართველოში ფეხბურთი უფრო პოპულარულია თუ რაგბი, 26 წლის მცველი პასუხობს:

„ამაზე ჯერ კიდევ კამათობენ. ძლიერი საკალათბურთო ნაკრებიც გვყავს. რაგბი ჩვენთან ძალიან პოპულარული სახეობაა. მაგრამ ჩემთვის ექვსი წლიდან იყო მხოლოდ ფეხბურთი“.

რა მინდა ლევანტეში

კვირკველიამ ინგლისის პრემიერლიგელი „ლესტერის“ ინტერესზეც ილაპარაკა:

„იყო ხმები, მაგრამ არაფერი კონკრეტული. თუ „ლოკოს“ დავტოვებ, მხოლოდ ღირსეულ გუნდში წავალ. დიდი პატივისცემის მიუხედავად, მაგალითად, „ლევანტეში“ გადასვლას აზრი არა აქვს. „ლოკომოტივი“ ევროთასებზე ყოველთვის თამაშობს, ახლა კი რუსეთის პრემიერლიგა ძალიან კარგი ჩემპიონატია. კლუბთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით მაკავშირებს. სიომინი ამბობს, რომ ცენტრალური მცველი თამაშს 28 წლიდან იწყებს. მე კი 26 წლის ვარ. სანამ აქ ვარ, „ლოკოსთვის“ ყველაფერს გავაკეთებ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g