ნინა სუბლატი 21 დღის მანძილზე საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა.ამის შესახებ მომღერალმა “იმედის დღის” ეთერში ისაუბრა. როგორც ნინამ აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირება, ფაქტობრივად, საკუთარ თავზე გამოსცადა.
გადაცემაში „წესები მშობლებისთვის“ მომღერალმა თქვა, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, ძველებურად თავს იოგითა და სხვადასხვა თემატიკის წიგნით იმშვიდებდა.
„საქართველოში კორონა რომ შემოვიდა, საუბედუროდ, ჩემი ოჯახის ძალიან ახლო წევრი დაინფიცირდა. ისე მოხდა, რომ ამ ადამიანთან უშუალო კონტაქტი გვქონდა და რამდენჯერმე ნანახიც გვყავდა. დაახლოებით 21 დღე კარანტინში ვიყავით.
რა თქმა უნდა, ოჯახის წევრი იყო და მუდამ ვინტერესდებოდით როგორ არის, მაგრამ საკუთარი მდგომარეობისაც მეშინოდა და ვკითხულობდი, ვინტერესდებოდი – მე რომ დამემართოს, რისი გაკეთება შეიძლება?“
https://www.facebook.com/imedisdghe/videos/958236831273114/