მსახიობი რუსკა მაყაშვილი უმცროსი შვილის კატოს დაბადების დღეს აღნიშნავს.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით რუსკამ Instagram-ზე ვიდეო კოლაჟი გამოაქვეყნა, რომელშიც უსაყვარლესი კატოს კადრებს აერთიანებს.
„ჩემი პირადი მზე 3 წლის გახდა ❤️“, – წერს რუსკა სოციალურ ქსელში, სადაც გამომწერებისგან უამრავ მილოცვას იღებს.