LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი პირადი სურვილია, დამსაქმებლებს მივმართოთ, ვაქცინირებული ადამიანები ორი დღით გაათავისუფლონ სამსახურიდან: ამირან გამყრელიძის რეკომენდაცია

735
amiran-gamkrelidze-w-h

ვაქცინირებული ადამიანი სასურველია, 2 დღის განმავლობაში დამსაქმებელმა სამსახურიდან გაათავისუფლოს – ამის შესახებ  „ფორტუნასთან“  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა და ყურადღება რეკომენდაციის დადებით მხარეზე გაამახვილა .

„დაავადებათა ეროვნული ცენტრის და ჩემი პირადი სურვილია, რომ დამსაქმებლებს მივმართოთ, ვაქცინირებული ადამიანები ორი დღით სამსახურიდან გაათავისუფლონ. მოგეხსენებათ,  ვაქცინაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო  სექტორთან თანამშრომლობა. 

ვაქცინის გაკეთების პირველ-მეორე დღეს ვაქცინირებულ პირებს თავისა და სახსრების ტკივილი აღენიშნებათ. კარგი იქნება, მივცეთ ამ ადამიანებს დასვენების საშუალება და აცრის შემდეგ 2 დღე დამსაქმებელმა თავიანთ ხარჯზე გამოსასვლელი დღე მისცენ. ეს აცრების უფრო გაფართოებისთვის სტიმული იქნება “. – განაცხადა „ფორტუნასთან“ საუბარში ამირან გამყრელიძემ.    

 

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მოქალაქეები “ფაიზერის” ვაქცინით აცრას 30 მარტიდან შეძლებენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ვაქცინაცია 6 კლინიკაში განხორციელდება.

ვებ-გვერდზე, რომელზეც მოქალაქეებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ, „ასტრაზენეკასთან“ ერთად „ფაიზერის“ ვაქცინა 18:00 საათზე გამოჩნდება. ვაქცინებს შორის არჩევანს მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციამდე აკეთებს.

დღევანდელ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმაც ისაუბრა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, 65 წელს ზემოთ ადამიანებს შეუძლიათ გეოგრაფიული მდებარეობის შესაბამისად, ვაქცინაციისთვის გამოყოფილ 24 კლინიკაში მივიდნენ, სადაც პორტალზე დარეგისტრირებაში დაეხმარებიან.

 

ვისაც ფილერები აქვს ხშირად გაკეთებული, ფაიზერის იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები – გამყრელიძე

შეგახსენებთ, საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინის 29 250 დოზა ჩამოიტანეს. 

ვაქცინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან ყველა იმ ცენტრში გადანაწილდება, სადაც “ფაიზერით” პირების იმუნიზაცია მოხდება.

“რა თქმა უნდა, გარანტირებული ხარისხი გვაქვს” – გაბუნიას თქმით, “ფაიზერის” ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება

„დიდხანს ველოდეთ” – როგორ გადანაწილდება “ფაიზერის” დოზები და რომელ კლინიკებში შეძლებთ მის გაკეთებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g