LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ქონების არანაკლებ 90%-ს საქვეყნო საქმეს მოვახმარ“ – სრული სია, რა გადასცა ივანიშვილმა ქართუს

136
73FA919A-D222-483E-B9AA-B52AFDA9357B-cx3-cy2-cw98-w1080-h608-s

პოლიტიკიდან წასულმა ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდქართუსბალანსზე ჯამში 26 ობიექტი გადააფორმა, 2 ობიექტი კი გადაფორმების პროცესშია. Entrepreneur-ის ქართული რედაქცია, სამეწარმეო რეესტრზე დაყრდნობით, იმ ბიზსნესების სრულ სიას აქვეყნებს, რომელიც ქვეყნის ყველაზე მდიდარმა ადამიანზე ფონდ „ქართუზე“ გადააფორმა.

entrepreneur-თან ინტერვიუში ივანიშვილი იმასაც განმარტავს, თუ რატომ განახორციელა ეს ცვლილებები.თუ არ ვცდები, სწორედ თქვენი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ვახსენე, რომ საბოლოოდ, ჩემი ქონების არანაკლებ 90%-ს საზოგადო და საქვეყნო საქმეს მოვახმარდი. თუმცა, ამ განცხადებას მაშინ მედიისგან და საზოგადოებისგან სათანადო რეაქცია არ მოჰყოლია. სინამდვილეში, სწორედ იმ პროცესის ლოგიკურ გაგრძელებასთან გვაქვს საქმე, რომლის თაობაზე გადაწყვეტილება ადრე მივიღე, წელიწად-ნახევრის წინ კი, თქვენთან ინტერვიუშიც განვაცხადე. სხვათა შორის, არამარტო თქვენთან ინტერვიუში მაქვს ეს პოზიცია გამოხატული, რამდენიმე საერთაშორისო გამოცემასთანაც მაქვს ეს დაფიქსირებული, მაგრამ ამ განცხადებებს შესატყვისი რეზონანსი არ მოჰყვა და სიმართლე გითხრათ, არც მიცდია ზედმეტად ამ თემის პედალირება“, – ამბობს ივანიშვილი. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრში ცვლილებები 2020 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში დარეგისტრირდა.

რაც შეეხებაქართუსთვისგადაცემული ობიექტების ჩამონათვალს, ის ასეთია: შპს თბილისი სითი (ცეკავშირი), შპს სოლოლაკი რაიზი (პროექტი სოლოლაკი), შპს სოლოლაკი ჰილს, შპს თაბორი რიზორთსი (თაბორი, გოლფი), შპს ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი (საბაგიროები), შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი), შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი), შპს ბიზნეს დეველოპმენტი (ციხისძირი), შპს სისაიდი (ჩაქვი), შპს ბლექსი რიზორთსი (შეკვეთილის სასტუმრო პარაგრაფი), შპს ბლექ სი რივიერა (განმუხური/ანაკლია), შპს ცისარტყელა (წილის 51%, აბასთუმანი), შპს „ბიზნესცენტრი“,  „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, 300 არაგველის ქუჩაზე, „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N39ა-ში, „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, ცხვედაძის ქუჩის მიმდებარე ფერდობი, შპს „ბურჯი“ შპს, „ელიტა ბურჯი“ და ისანი ქართუს ტერიტორია, შპს „ელიტა ბურჯი“, სს „ლაგუნა ვერე“-ს ტერიტორია და შპს კოსტავას 69, შპს „სი ვიუ რესორთ“, სს „ბოლნისის ტუფი“, სს „დიდველი“-ს მიწის ნაკვეთები, სს „ბანკი ქართუ“ სს დაზღვევის კომპანია „ქართუ“.

გადაცემის პროცესშია: კომპლექსი დაბა ბაკურიანში – 7 625 (ქონების ფართი) – 88 801 (მიწის ნაკვეთის ფართი) და შპს სასტუმრო სიღნაღში – (წილის 70%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g