LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი QR კოდი ვათხოვე მეგობარს, რომელიც ერთი თვე დადიოდა ისე…“ – ნათხოვარი „მწვანე პასპორტები“ საქართველოში

197
certificate

„ჩემი QR კოდი ვათხოვე მეგობარს, რომელიც ერთი თვე დადიოდა ისე, რომ არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია”,-ამის შესახებ საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრობს.

როგორც ჩანს, ქვეყანაში საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული პირი სხვისი QR კოდით სარგებლობს.

„არის ძალიან ხშირად ისეთი შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი წარადგენს სხვა პირის QR კოდს, ანუ არ ემთხვევა ფოტოზე გამოსახული პირი მომხმარებელს, რომელიც რეალურად მოვიდა სავაჭრო ცენტრში. ასეთ შემთხვევებში, ასეთი მომხმარებლები ვერ შედიან ბუნებრივია და ჩვენი სავაჭრო ცენტრის მე-4 და მე-5 სართულით ვერ სარგებლობენ, თუმცა, შესაძლებელია, ისეთი რაღაც მოხდეს, რომ ფოტოზე გამოსახული პირი ჰგავს იმ მომხმარებელს, რომელიც ასკანერებს ამ QR კოდს. ამიტომ, შესაძლებელია, რომ ასეთი ერთეული შემთხვევები გაიპაროს.,“ – ამბობს ქეთა ახობაძე, სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ამავე თემაზე „ბიზნეს ფორმულასთან“ კომენტარს აკეთებეს რესტორატორთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე და ამბობს, რომ რთულია იმის იდენტიფიკაცია, რეალურად ეკუთვნის თუ არა კოვიდ პასპორტი კონკრეტულ პირს.

“ისინი არ არიან არც სასაზღვრო დეპარტამენტის და არც საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები, რომ ადამიანის იდენტიფიკაცია მოახდინონ. სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები შეიძლება ხდებოდეს, იმ დროს, როდესაც აცრილთა რაოდენობა 40%-ია”,- აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

ცნობისთვის, ქვეყანაში “მწვანე პასპორტები” 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g