LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი საფლავის ქვაზე დაწერეთ, ჩემი მოკლული რუსების სია…” – ეს ლექსი გელა მებაღიშვილმა თავის 14 წლის ბიჭუნას ტელეფონით 10 აგვისტოს, გამთენიისას წაუკითხა

554
BeFunky-collage (1)

”როცა მოვკვდები და აღარ ვიქნები, რად მინდა თქვენი ვარდი და ია, ჩემი საფლავის ქვაზე დაწერეთ, ჩემი მოკლული რუსების სია…” – ეს ლექსი გელა მებაღიშვილმა თავის 14 წლის ბიჭუნას ტელეფონით 10 აგვისტოს, გამთენიისას წაუკითხა” – ინფორმაციას საქართველოს თავდაცვა სოციალურ ქსელში ავრცელებს და აგვისტოს ომის კიდევ ერთ გმირს გვაცნობს.

როგორც თავდაცვა იუწყება, გელა მებაღიშვილი დაჭრილის გამოსაყვანად მიდიოდა, რა დროსაც ის ნაღმზე აფეთქდა.

”როცა მოვკვდები და აღარ ვიქნები,

რად მინდა თქვენი ვარდი და ია,

ჩემი საფლავის ქვაზე დაწერეთ,

ჩემი მოკლული რუსების სია” – ეს ლექსი გელა მებაღიშვილმა თავის 14 წლის ბიჭუნას ტელეფონით წაუკითხა 10 აგვისტოს, გამთენიისას…

გელა მებაღიშვილი ვაზიანში, 41-ე ბატალიონის მესამე ასეულის სერჟანტად მსახურობდა… 2008 წელს, დაჭრილის გამოსაყვანად რომ შესულან, გელას ექიმისთვის უთქვამს, შენ იქით წადი, მე აქეთ წავალო. ექიმი საითაც წავიდა, იქით არ იყო ნაღმი, საითაც გელა წავიდა, იქ იყო ნაღმი და გელა აფეთქდა…

თვითონ ექიმიც საშინლად დაიჭრა, ხორცები ჰქონდა დაგლეჯილი. იმ ექიმმა ნახა გელა გარდაცვლილი, ერთადერთი ის იყო, ვინც ნახა, რომ ნაღმზე აფეთქდა… ექიმმა ვერ გამოიყვანა გელა, თვითონ დაჭრილი და განადგურებული იყო, ან როგორ გამოაღწია…

გელა ყვარელში, სოფელ გავაზში დაიბადა და გაიზარდა, მისდევდა სპორტს, მოჭიდავე იყო, ძიუდოისტი, საქართველოს ჩემპიონიც ყოფილა,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები