მსახიობისა და მუსიკოსის, კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუს“ ყოფილი მეუღლე, ანუკა გიორგელაშვილი სოციალურ ქსელში კაბუს დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ მისი შვილების მამა მოძალადე არ არის.
მუსიკოსის ექსმეუღლე „კაბუსა“ და მათი საერთო შვილების ფოტოს აზიარებს.
„ჩემი შვილების მამა მოძალადე არ არიის!!!“ – წერს ანუკა გიორგელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი და მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“ გუშინ, 26 ნოემბერს დააკავეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 151-ე (მუქარა) მუხლებით მიმდინარეობს.