LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალბათ, სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ შემთხვევაში გირაოს გამოყენება უფრო მიზანშეწონილი იყო.. ზოგადად ქალის მიმართ ძალადობა უნდა იყოს დასჯილი“ – სახალხო დამცველი „კაბუსთვის“ გირაოს შეფარდებაზე

132
კაბუ

„შერჩევით სამართალზე ვერაფერს გეტყვით, სასამართლო გადაწყვეტილებებს მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს,“ – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი – ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, კახა აბუაშვილის („კაბუ“) 10 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

როგორც იოსელიანი განმარტავს, მისი კომპეტენცია არ არის, ბრალდების საკითხზე იმსჯელოს.

„ალბათ, სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ შემთხვევაში გირაოს გამოყენება უფრო მიზანშეწონილი იყო. მე ვერაფერს გეტყვით, ამ შემთხვევაში ჩემი კომპეტენცია არ არის ბრალდების საკითხზე ვიმსჯელო და მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების ხარისხზე, რადგან ვიცი, რომ ამას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

პროკურატურა „კაბუს" მიმართ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას, კ.ა.-მ მასთან ერთად მყოფ ქალს - თ.ა.-ს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე, ხელი რამდენჯერმე გაარტყა.

„ჩვენ არ გვაქვს წვდომა მტკიცებულებებზე, ჩვენთვის უცნობია, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება. ზოგადად, შემიძლია შევაფასო, რომ ქალის მიმართ ძალადობა უნდა იყოს დასჯილი,“ – განაცხადა იოსელიანმა.

„კაბუმ“ ქალი „აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა“ – რას ამბობს პროკურორი

ცნობისთვის, ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის დაკავებულ მსახიობს, კახა აბუაშვილს, იგივე „კაბუს“ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა.

„კაბუ“ ქალზე ძალადობისა და მუქარის ფაქტებს უარყოფს – ადვოკატი

ის პენიტენციურ დაწესებულებას სავარაუდოდ, რამდენიმე საათში, გირაოს თანხის სრულად გადახდის შემდეგ დატოვებს.

საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები